17 თებერვალს, 16:00 საათზე, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა მხატვრობის, მუსიკის და პოეზიის საღამო- "მარადიულობა". მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მხატვართა ეროვნულ-შემოქმედებითი გაერთიანება, სამხატვრო სახელოსნო "არტ-კერა",მეცამეტე თვის პოეტები, რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები.
24 დეკემბერს, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა 2014 წლის საბიბლიოთეკო გაერთიანების ღონისძიებების შემაჯამებელი პრეზენტაცია.
დღეს 16 დეკემბერს რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში მოეწყო ღონისძიება "წიგნიერება და სამოქალაქო განვითარება", რომელიც გაიმართა კერძო სკოლა "მზეკაბანისა" და მთავარი ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით.
11 დეკემბერს 12:00 საათზე საბავშვო ბიბლიოთეკა ,,ნაკადულს'' ნორჩი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. 24-ე ქართული გიმნაზიის მე-3 ბ კლასის მოსწავლეების კითხვებს ფილიალის გამგე, ნაზი შერმადინი პასუხობდა.
ა.ა.ი.პ რუსთავის საბიბლიოთეკი გაერთიანების მე-2 საბავშვო ფილიალ ნაკადულში ,5 დეკემბერს 11:00 საათზე ჩატარდა ლიტერატურული დილა, რომელიც საბავშვო მწერალ ჯანსუღ ნიქაბაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საბავშვო შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით საბიბლიოთეკო გაერთიანების მე-4 ფილიალში 26 ნოემბერს გაიმართება ნაწარმოების მხატვრული კითხვა, პროექტ "მე მიყვარს წიგნის" ფარგლებში.
11 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში, მის: შარტავას გამზირი 11, გაიმართება გამომცემლობა "წიგნი+ერის" ახალი წიგნების გამოფენა-პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ალექსანდრე ლორიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მისი კოლეგები, მეგობრები და თანამოაზრეები მოხსენებით წარსდგნენ და მიმოიხილეს მისი შემოქმედება.იუბილარს რ
30 ოქტომბერს ბიბლიოთეკა "ნაკადულში" გაიმართა პროექტ "მე მიყვარს წიგნის" მორიგი თეატრალიზებული წარმოდგენა. პროექტის ავტორები რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან ერთად გახლავთ რუსთავის გ.ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი და ბ-ნი გიორგი მღებრიშვილი.
"შემოდგომა ჩემს ქალაქში" -ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა 24 ოქტომბერს ი.გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკაში რუსთავის მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ჯგუფის მონაწილეობით(მასწავლებელი-ნანა ბერაძე).პატარებმა იმღერეს ,იცეკვეს, დაათვალიერეს წიგნები,დახატეს და ზღაპრის გმირისგან ჯილდოდ დიპლომები და ტკბილეული მიიღეს.