შემოქმედებითი საღამო

06/12/2013 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარი ბიბლიოთეკა 6 დეკემბერს 15 საათზე პოეტ მარინა ცხვედიაშვილს და მხატვარ და პოეტ ჯემალ კუხალაშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს.

მადლიერების დღე

მადლიერების დღესთან დაკავშირებით, რომელიც წელს ამერიკაში 28 ნოემბერს აღინიშნება, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ამერიკული კუთხის მოხალისე მოსწავლეები აწყობენ საქველმოქმედო აქციას.

პოეზიის საღამო

27/11/2013 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 27 ნოემბერს 3 საათზე მე-4 საჯარი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ჩაატარებენ  პოეზიის საღამოს სახელწოდებით "ფიროსმანის ოცნება"- ვისაუბროთ მხატვრობასა და პოეზიაზე.

ლიტერატურული დილა

22/11/2013 11:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალში ჩატარდება ლიტერატურული დილა "სიბრძნის წყარო" მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. 

კითხვის დღე

21/11/2013 14:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ  "ნაკადულში" 21 ნოემბერს გაიმართება ხმამაღალი კითხვის საღამო. მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის იგავებს ხმამაღლა წაიკითხავენ.

პრეზენტაცია

21 ნოემბერს 3.00 საათზე ამერიკულ კუთხეში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე " ახალი ტექნოლოგიები ამერიკულ კუთხეში", გექნებათ საშუალება ისწავლოთ Kindle-ის მოხმარების წესები , ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა, ონლინ ლექსიკონების მოხმარება და შემდეგ ბიბლიოთეკური წესით გაიტანოთ ამერიკული კუთხიდან Kindle-ბი.

პრეზენტაცია

დღეს 4 საათზე ამერიკულ კუთხეში ამერიკელი მოხალისე წარმოგიდგენთ პრეზენტაციას Thanksgiving -ის დღესასწაულთან დაკავშირებით,მსურველებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. 

პრეზენტაცია

21/11/2013 13:00

21 ნოემბერს 3.00 საათზე ამერიკულ კუთხეში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე " ახალი ტექნოლოგიები ამერიკულ კუთხეში", გექნებათ საშუალება ისწავლოთ Kindle-ის მოხმარების წესები , ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა, ონლინ ლექსიკონების მოხმარება და შემდეგ ბიბლიოთეკური წესით გაიტანოთ ამერიკული კუთხიდან Kindle-ბი. პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს გელოდებით ამერიკულ კუთხეში

ვიქტორინა

07/11/2013 15:00

 რუსთავის საბიბლიოთეკო გაეთიანების პირველ ფილიალში ჩატარდა ვიქტორინა -კონკურსი სახელწოდებით  "როგორ ვიცნობთ სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას"გამრჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ერთი დღე ბიბლიოთეკაში

,Friendship Club’’-მა  რომელიც  შექმნილია  სამოქალაქო  განათლებისა  და  პედაგოგთა  გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გადაწყვიტა  თანამშრომლობის გაგრძელება საბიბლიოთეკო გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის  სახელობის  ბიბლიოთეკასთან .