წიგნის სავანე

13/05/2014 00:00

13 მაისს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, ,,წიგნის სავანე",გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს. მოეწყო ბიბლიოთეკარ ირმა ლომაურის ნახატების გამოფენა, რომელიც პროფესიით არის მხატვარი. ნამუშევრები მეფე თამარის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეხებოდა. აგრეთვე საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების" შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,მეფეთ–მეფე და დედოფალთ–დედოფალი " ჩვენება გაიმართა.ღონისძიება საპატრიარქოს ტელევიზიის ,,ერთსულოვნება" და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ერთობლივი ინიციატივით შედგა (ერთობლივი პროექტი ,,სკოლა და ბიბლიოთეკა").სასიხარულოა, რომ პროექტში რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამაც მიიღო მონაწილეობა. საინტერესო პერფორმანსი წარმოადგინეს რუსთავის #25 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა...