
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება გილოცავთ ნათლისღებას
26 თებერვალს N6 ბაღის აღსაზრდელები საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულს " ესტუმრნენ ( პედაგოგი: ლალი ჩუთლაშვილი). პატარები გაეცნენ ბიბლიოთეკას,დაათვალიერეს საუკეთესო საბავშვო გამოცემები და საბავშვო პოეტ ქ- ნ ლია ბეჟანიშვილს შეხვდნენ.
24 თებერვალს რუსთავის ამერიკულ კუთხეს კერძო სკოლა"მილენიუმი"-ს მოსწავლეები და მათი თურქეთიდან მოწვეული სტუმრები ესტუმრნენ(მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად).მათ საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ამერიკულ კუთხეს,ენახათ ფილმი "One small step" და ეთამაშათ სამაგიდო თამაშები.
22 თებერვალს პროექტ "ნატო და ევრო კავშირი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის"რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ვესტუმრეთ,შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა ორივე მხარის ჩართულობით,მოწვეულმა ტრენერმა ნინო სუხიაშვილმა ისაუბრა მითებზე და რეალურ ფაქტებზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.პროექტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება
22 თებერვალს N2 საბავშვო ფილიალ "ნაკადულს" პროექტ "მინდა ვიყო ბიბლიოთეკარი" ფარგლებში კერძო სკოლა "მზეკაბანი2"-ის პირველი კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ(პედაგოგი:მაია თევდორაშვილი).პატარები გაეცნენ ბიბლიოთეკას, დაათვალიერეს ახალი საბავშვო გამოცემები და მკითხველებად დარეგისტრირდნენ.
რუსთავის N24 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად სტუმრად ამერიკულ კუთხეში - ფილმის ჩვენება და სხვადასხვა სამაგიდო თამაშები
20 თებერვალს ამერიკული კუთხის მოხალისემ ანანო სიყმაშვილმა გამართა პრეზენტაცია და ანიმაციური ფილმის ჩვენება სუიციდის შესახებ,მოეწყო დისკუსია სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ განეხილათ სხვადასხვა სიტუაციური ამოცანები.
19 თებერვალს ი.გოგებაშვილის სახ.N4 საბავშვო ბიბლიოთეკას N1 ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები ესტუმრნენ.წავიკითხეთ წიგნები,პატარებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და დარეგისტრირდნენ მკითხველებად.
8 თებერვალს რუსთავის N11 საჯარო სკოლას ვეწვიეთ პროექტ"გარემოს დაცვის და ნარჩენების მართვის"ფარგლებში, ტრენინგს წარუძღვა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის,დედამიწის მეგობრები საქართველოს დარბაზის წევრი მარიკა ფიროსმანაშვილი.პროექტი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
სასაუბრო კლუბი ქრისტი ბურკის ხელმძღვანელობით მოიცავდა სხვადასხვა ტოპიკებსა და თამაშს Apples to Apples .Conversation club with Christie Burke.