სტუმრად ბიბლიოთეკაში

დედის დღეს მიეძღვნა ლიტერატურული დილა: "პირველად დედას დავუკრეფ იებს...", რომელიც საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული" ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 21-ე საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა მიიღეს (პედაგოგი დიანა ბერიძე).

კონკურსი

ლეგო-ლოგიკის კურსი გრძელდება. ოთხშაბათობით 11 საათზე ამერიკული კუთხის ოფისში და შაბათობით 12 საათზე საბავშვო ბიბლიოთეკა ნაკადულში. კვირაში ერთი დღე. შეაფასეთ დღევანდელი დღის ნამუშევრები. 

სტუმრად ბაგა-ბაღში

ნ.ბარათაშვილის სახელობის №3 საქალაქო-საბავშვო ბიბლიოთეკა სტუმრობდა №20 საბავშვო ბაგა-ბაღს. პატარებთან ერთად წავიკითხეთ ,,სიბრძნის კარი".

სტუმრად ბიბლიოთეკაში

დღეს საბავშვო ბიბლიოთეკა ნაკადულს წიგნის საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით მეხუთე საჯარო სკოლის პირველკლასელები სტუმრობდნენ (პედაგოგი მელანო მჭედლიშვილი), პატარებს მსახიობებმა წაუკითხეს ზღაპარი,დახატეს და ბევრი იხალისეს.

ზღაპრის კითხვა

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ნ. ბარათაშვილის სახელობის №3 საქალაქო-საბავშვო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ მე-20 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები. მეგობარ მსახიობებთან ერთად პატარებმა წაიკითხეს ძმები გრიმების ,,დედა ფუტკარი".

შეხვედრა

ამერიკულმა კუთხემ 22 თებერვალს ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE ) წევრების მორიგ სტუმრობას უმასპინძლა. შეხვედრის თემა საკუთარი თავის გააზრებას და ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვას დაეთმო.

მობილური ბიბლიოთეკა

პროექტის ,, მობილური ბიბლიოთეკა,, ფარგლებში ი.გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკა 22 თებერვალს ქართული გიმნაზიის მეორე კლასს(მასწავლებელი-ლ.ჯამალაშვილი)ესტუმრა.მოსწავლეებს წავუკითხეთ ა.ლინდგრენის უკვდავი ,,პეპი გრძელიწინდა'',ბავშვებმა წერილები მიწერეს საყვარელ გმირს,დახატეს,იმსჯელეს და ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

სტუმრად ბიბლიოთეკაში

22 თებერვალს საბავშვო ბიბლიოთეკას "ნაკადული" 24-ე ქართული გიმნაზიის II კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ(პედაგოგი:ნინო ჯაფარიძე). მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკის ფონდებს,დაათვალიერეს ახალი გამოცემები და მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

სტუმრად ბიბლიოთეკაში

21 თებერვალს, საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულს", 21-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ (პედაგოგი მარინა თამაზაშვილი). პროექტ "ერთი ზღაპრის დილა"-ს ფარგლებში პატარებმა მოისმინეს ვასილ გულეურის ზღაპრები.

შეხვედრა

"The black history month-ის ფარგლებში გაიმართა მორიგი ფილმის ჩვენება.