
20 აპრილს, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრები, რომლებმაც შეიძინეს რუსთაველი ახალგაზრდების ნამუშევრები.
შ.რუსთაველის სახ.N1საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიხსნა ცირა ბულაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში საბავშვო ბიბლიოთეკა „ნაკადულში“ მოეწყო შეხვედრა საბავშვო მწერალთან - ნინო ლარცულიანთან.
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მთავარი ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის მოსწავლეებთან ერთად დედამიწის დღე აღვნიშნეთ.
18 აპრილს მთავარ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საბიბლიოთეკო კვირეული დევიზით: „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!“. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები.
14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის თაოსნობით, მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება.მე–10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შოთა რუსთაველის უკვდავი პოემისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ქართული ენის დღე აღინიშნა ი.გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში.რუსთავის N1 ბაგა -ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ღონისძიება "ჩემი დედა ენა".
"დედაენის" დღესთან დაკავშირებით, დღეს, მთავარ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ 28–ე საჯარო სკოლის პირველკლასელები. ბავშვებმა წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები.
14 აპრილს, საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული დილა:"ჩვენი ქართული,სიტყვა ქარგული".ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-11 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.
გილოცავთ ქართული ენის დღეს