ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა ი.გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში.პატარებმა წაიკითხეს ლექსები,იმღერეს,იმხიარულეს,მოხატეს ასფალტი.ღონისძიების მონაწილე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დასაჩუქრდნენ საბავშვო წიგნებით.
28 მაისს, საინიციატივო ჯგუფების ("კოგნიცია" და "ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში") ინიციატივით, ქალაქ რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ზღაპრის კითხვა. პატარა მკითხველებმა გააცოცხლეს ქართული ხალხური ზღაპრების გმირები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ რუსთავის საკრებულოს წევრები.
20 მაისს რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში (შარტავას N 11) გაიხსნა სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის მიერ ორგანიზებული მხატვართა გამოფენა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე–4 საბავშვო ბიბლიოთეკას N მე–16 საჯარო სკოლის პირველი კლასი(მასწავლებლი მ.კეშელავა) ესტუმრა.პატარებმა დაათვალიერეს გარემო და მკითხველებად დარეგისტრირდნენ.
წმ.თამარ მეფის ხსენების დღის აღსანიშნავად ი.გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა.ქართული გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი წიგნები და კედლის გაზეთები.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ წინასწარ დღეს მელაძეების მრავალშვილიან ოჯახს.
26 აპრილს, რუსთავის მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტს: "ცოცხალი წიგნი".
25 აპრილს, რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა საბიბლიოთეკო კვირეულის საზეიმო დახურვა.
23 აპრილს,საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" ჩატარდა ლექცია-საუბარი:"ელენე ახვლედიანის სამყარო",რომელიც მიეძღვნა მხატვრის 115 წლის იუბილეს.