
22 აპრილს, საბავშო ბიბლიოთეკა "ნაკადულში", დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინა-კონკურსში, მოხატეს ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია და ნერგები დარგეს.
დედამიწის დღე აღინიშნა ი.გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში.მოეწყო მოსწავლეთა ხელნაკეთი წიგნების და კედლის გაზეთების გამოფენა.
რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ლიტერატურული საღამო: "ჩვენ რუსთაველები".
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ი.გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში სტუმრად N22 საჯარო სკოლის პირველი კლასი გვეწვია(მასწ.ელენე ალადაშვილი).
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ნ. ბარათაშვილის სახელობის N3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში სტუმრად იყვნენ N20 და N22 ბაგა–ბაღის აღსაზრდელები. პატარებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა.
20 აპრილს, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრები, რომლებმაც შეიძინეს რუსთაველი ახალგაზრდების ნამუშევრები.
შ.რუსთაველის სახ.N1საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიხსნა ცირა ბულაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში საბავშვო ბიბლიოთეკა „ნაკადულში“ მოეწყო შეხვედრა საბავშვო მწერალთან - ნინო ლარცულიანთან.
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მთავარი ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის მოსწავლეებთან ერთად დედამიწის დღე აღვნიშნეთ.