
1 მარტს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის №3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკას №17 ბაგა–ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ. პატარა მკითხველები შეხვდნენ საბავშვო პოეტ ლია ბეჟანიშვილს და გაეცნენ მის შემოქმედებას.
27 თებერვალს ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში სტუმრად იმყოფებოდნენ მე-5 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები (პედაგოგი: ნანა ჭუმბაშვილი).
25 თებერვალს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის №3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკას №17 ბაგა–ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ.
24 თებერვალს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის №3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან" დაკავშირებით გაიმართა საბავშვო პოეტ ქალბატონ ლია ბეჟანიშვილთან შეხვედრა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად N3 საქალაქო-საბავშვო და N4 საბავშვო ბიბლიოთეკა "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს" ესტუმრა.მოეწყო ახალი წიგნების პრეზენტაცია და ლიტერატურული ნაწარმოებების ხმამაღალი კითხვა.
16 თებერვალს, საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" აღინიშნა დიდი მეცნიერის, ნიკო მუსხელიშვილის 125 წლის იუბილე. ღონისძიებაში 28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. (პედაგოგი: ეკა დევრისაშვილი).
ამერიკულ კუთხეს სკოლა "ნაკადულის "მოსწავლეები ეწვივნენ. ბავშვები გაეცნენ ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროგრამას " კოდირების საათი". რომლის საშუალებითაც ყველას შეუძლია შექმნას კომპიუტერული თამაშები და ანიმაციები.
13 თებერვალს შ.რუსთაველის სახ.N1 საქალაქო ბიბლიოთეკაში გაკეთდა გამოფენა:,,ასე უყვარდათ უწინ" და ჩატარდა პოეზიის ხუთი წუთი:,,უსიყვარულოდ"...
12 თებერვალს საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" ჩატარდა ლიტერატურული დილა: "ენაჟღურტულა მერცხლებო", რომელიც შიო მღვიმელის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე–17 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა. (პედაგოგი: ნანა ნავდარაშვილი).
10 თებერვალს ჩვენს ამერიკულ კუთხეს მსოფლიო ენების აკადემიის პატარა მოსწავლეები ეწვივნენ, ჩვენი საბავშვო კლუბის ბავშვებთან ერთად მათ წარმოადგინეს პროექტი " სახლისა და ზოოპარკის ცხოველები" ითამაშეს შემეცნებითი თამაშები და იხალისეს.