ღონისძიება

რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში სტუმრად იმყოფებოდნენ მე-12, მე-13, მე-16 და 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.მათ განიხილეს გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფია, ერთობლივად წაიკითხეს მისი მოთხრობა "თევზის წერილები".

სტუმრად ბიბლიოთეკაში

1 დეკემბერს კერძო ბაგა-ბაღ "მარგალიტების" აღსაზრდელები იმყოფებოდნენ სტუმრად მთავარ ბიბლიოთეკაში.

ზღაპრის კითხვა

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მე-3 საქალაქო-საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალში 1 დეკემბერს, პროექტ ,,აქ ცხოვრობს მეზღაპრე"–ს ფარგლებში გაიმართა ზღაპრის კითხვა.

საჯარო ლექცია

1 დეკემბერი შიცთან ბრძოლის მსოფლიო დღეა... დღეს რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის და ორგანიზაცია "საქართველოს მოხალისე" -ს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექცია აღნიშნულ თემაზე მთავარ ბიბლიოთეკაში,დასწრება თავისუფალია, მსურველებს გეპატიჟებით...

ხმამაღალი კითხვის დღე

30 ნოემბერს მარკ ტვენის დაბადების დღის აღსანიშნავად ი.გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ხმამაღალი კითხვა და განხილვა.მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები "ტომ სოიერიდან" და იმსჯელეს მწერლის შემოქმედებაზე.

ვიზიტი

რუსთავის ამერიკულ კუთხეს ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ ვამფლერი ესტუმრა.იგი შეხვდა პატარების კლუბის მოსწავლეებს,მათ ისაუბრეს ამერიკის კულტურაზე,ისტორიასა და ლიტერატურაზე.

შეხვედრა

 რუსთავის ამერიკულ კუთხეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ალინა რომანოვსკი ეწვია. მან დაათვალიერა ამერიკული კუთხე და შეხვდა ჩვენს აქტიურ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ამერიკის მთავრობა საქართველოში წარმატებით ახორციელებს.

მკითხველთა თეატრი

28 ნოემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის N3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ,,მკითხველთა თეატრი".

მილოცვა

გიორგობის დღესასწაული მიულოცეს დღეს მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ავალიშვილების მრავალშვილიან ოჯახს.ბავშვებმა თავიანთი საახალწლო სურვილები ჩვენს ჯადოსნურ სკივრში ჩაყარეს.<

წიგნის განხილვა

13 ნოემბერს,საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" მოეწყო წიგნის განხილვა:ლ.მრელაშვილის "იყალთოელი ბიჭები".ღონისძიებაში 25-ე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.(პედაგოგი მანანა გოგელაშილი).