ღონისძიება

რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ამერიკული კუთხის საზაფხულო სკოლა.

გამოფენა

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში 26 ივნისს ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა სახელწოდებით "ნარკომანია - ყველას პრობლემა".

შემოქმედებითი საღამო

24/06/2015 14:42

23 ივნისს, მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, ქალბატონ ლია მარტაშვილის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებული შემოქმედებითი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელობისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები.

პრეზენტაცია

10/06/2015 14:39

10 ივნისს, 12 საათზე "ნაკადულში" მოეწყო პრეზენტაცია ნინო ლარცულიანის წიგნისა - "ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები". პატარა მკითხველებმა ავტორისაგან მოისმინეს, თუ როგორ იქმნებოდა ზღაპარი, რომელიც ქართულ ანბანს ეძღვნება და უამრავი მხიარული და საგულისხმო ამბავიც შეიტყვეს.

ზღაპრის კლუბი

8 ივნისს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა კოსტუმირებული ზღაპრის გმირების მიერ შესრულებული წარმოდგენა.

ღონისძიება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ასპანიძეების მრავალშვილიან ოჯახს. პროექტი "სურვილების სკივრი" კი მათ სურვილების ასრულებაში დაეხმარა და ბავშვებს გადაეცათ ტკბილეული და წიგნები.

ღონისძიება

01/06/2015 13:03

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში". 24-ე ქართული გომნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები საბავშვო შემეცნებით-გასართობ ტელევიზია "ცისარტყელას" წარმომადგენელს, ნინო ლარცულიანს შეხვდნენ.

ღონისძიება

01/06/2015 12:57

დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობების დღე მოვაწყვეთ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბავშვებმა ერთად დახატეს ასფალტზე, ითამაშეს X_BOX ვიდეო თამაშები და იმხიარულეს.

ზღაპრის კითხვა

29 მაისს,ბიბლიოთეკა "ნაკადულში" ჩატარდა ზღაპრის კითხვა.მე-11 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მოისმინეს ოტია იოსელიანის "დაჩის ზღაპრები". ღონისძება მწერლის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ზღაპრის კლუბი

19 მაისს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის N3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ მე–20 საჯარო სკოლის მე–3 კლასის მოსწავლეები (პედ: ირმა წინწალაშვილი; ირმა ოსიტაშვილი) პატარა მკითხველებმა მოსმინეს ელიზაბეთ დეილის ზღაპრები -უზნეო პრინცესა; პრინცესები და სირინოზი.