29 აპრილს გენიალური მეზღაპრის,ჰანს ქრისტიან ანდერსენის 210წლის იუბილეს მიეძღვნა ღონისძიება ''შეხვედრა ზღაპრის გმირებთან".ბიბლიოთეკა ''ნაკადულის" პატარა მკითხველები შეხვდნენ ''თოვლის დედოფალს", "შიშველ მეფეს'' და "კალეს მედგარ ჯარისკაცებს."
29 აპრილს იაკობ გოგებაშვილი სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკაში მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ღონისძიება"ო,ენავ ჩემო..."ბავშვები ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ და გამოფენისთვის ნამუშევრები შეასრულეს.
შოთა რუსთაველის სახელობის N1 საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიხსნა პედაგოგ ლაშა ხუნჩუკაშვილის ნამუშევრების გამოფენა,რომელიც 4 მაისამდე გაგრძელდება.
რუსთაველი პოეტის, მაია რაზმაძის წიგნის -"დაგიბრუნდები"პრეზენტაცია.
რუსთაველი მწერლებისა და პოეტების პოეზიის საღამო,27 აპრილი.
2015 წლის საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში 28 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკაში მოეწყო მოსაწვლეთა ნამუშევრების გამოფენა -პრეზენტაცია.რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ხელნაკეთი წიგნები და გაზეთები.
27 აპრილს,საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნას მიეძღვნა ლექცია-საუბარი ბავშვებთან:''რატომ უნდა მიყვარდეს კითხვა",რომელიც საბავშვო ბიბლიოთეკა '' ნაკადულში'' ჩატარდა.ღონისძიებაში 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა მიიღეს მონაწილეობა.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გეპატიჟებათ საბიბლიოთეკო კვირეულზე.„ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისათვის.“
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში მე–20 საჯარო სკოლის მე–3 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა თეა შუბითიძემ მოისმინეს კოსტიუმირებული ზღაპრის კითხვა.
23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ლიტერატურული კომპოზიცია "მე ვიწყებ კითხვას", რომელშიც 23-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.ღონისძიების ბოლოს მოხდა მათი ბიბლიოთეკის მკითხველებად გაწევრიანება.