ღონისძიება

რუსთავქალაქობის დღესასწაულის ფარგლებში ი.გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება "რუსთავი ჩემი ქალაქია".მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.ბიბლიოთეკას ქართული გიმნაზიის IVდ კლასი ესტუმრა.მონაწილეებს გადაეცათ პრიზები.

შემოქმედებითი საღამო

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მთავარ ბიბლიოთეკაში ჩვენი თანამშრომელ პოეტ ბიბლიოთეკარი ლია ბეჟანიშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა.

გამოფენა

9 ოქტომბერს, ნ. ბარათაშვილის სახელობის მესამე საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა ,,ჩემი ქალაქი", რომელიც მიეძღვნა რუსთავქალაქობას. მონაწილეობა მიიღეს მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. თითოეული დაჯილდოვდა სიგელით, ხოლო პედაგოგებს გადაეცათ მადლობის ფურცელი

რუსთავქალაქობა

,,რუსთავქალაქობის" ეგიდით საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა შ.რუსთაველის სახ. პირველ ბიბლიოთეკაში''.

რუსთავქალაქობა

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება გილოცავთ რუსთავქალაქობას, ვუერთდებით ქალაქის დღესასწაულს და გეპატიჟებით შემდეგ ღონისძიებებზე:7 ოქტომბერი 4სთ - ფოტოგამოფენა და "სლაიდშოუ" რუთავის შესახებ, N1 ფილიალი

მილოცვა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მთავარი ბიბლიოთეკა სტუმრად ეწვია მოხუცთა მუნიციპალურ თავშესაფარ"ქსენონს".თავშესაფრის მობინადრეებს მივულოცეთ ეს დღე და გადავეცით წიგნები და ტკბილეული.

ღია კარის დღე

ძვირფასო უფროსკლასელებო გსურთ ისწავლოთ ამერიკულ უნივერსიტეტში?

აქცია

19 სექტემბერს, რუსთავის რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვით აქციაში: "დავასუფთაოთ მსოფლიო". დასუფთავდა კინოთეატრ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორია.

ახალი წიგნები

მკითხველთა საყურადღებოდ!რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მიიღო ახალი წიგნების პარტია

ლექცია-საუბარი

25/09/2015 15:00

შ.რუსთაველის სახ. პირველ საქალაქო ბიბლიოთეკაში 25 სექტემბერს, 15 საათზე მკითხველებისათვის ჩატარდება შემეცნებითი ლექცია-საუბარი თ.დოსტოევსკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.