საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" გაიმართა წიგნის: "პატარა უფლისწული" წაკითხვა-განხილვა,რომელიც დიდი ფრანგი მწერლის,ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის 115 წლის იუბილეს მიეძღვნა.
16 მაისს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის N3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა ხმამაღალი კითხვა. პატარებმა წაიკითხეს ძმები გრიმების ზღაპრები და ჩანახატებიც გააკეთეს.
11 მაისს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე გაიმართა საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვის ღონისძიება, ჩატარდა პრეზენტაციების კონკურსი თემაზე "ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში". გამარჯვებულები გამოავლინა დამსწრე საზოგადოებამ. ხმათა უმრავლესობით, პირველ ადგილზე გავიდა საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, მეორე ადგილზე სოფელ თორსის საჯარო ბიბლიოთეკა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ.
აშშ საელჩოს სამხედრო ატაშეს ორგანიზებით, რუსთავის ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ავღანეთიდან დაბრუნებული სამხედროების შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში 4 მაისს საზეიმოდ დაიხურა საბიბლიოთეკო კვირეული,დავაჯილდოვეთ აქტიური მკითხველები და წლის ბიბლიოთეკარები დიპლომებითა და საჩუქრებით.
ახალციხის თანამედროვე ბიბლიოთეკა და ჩვენი გულითადი მასპინძლები.
1 მაისს, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის საქალაქო-საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის ოთო გურგენიშვილის ხსოვნის საღამო. მეცამეტე თვის პოეტებმა წაიკითხეს მისი ლექსები.
30 აპრილს, რუსთავის მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა კულტურის სამინისტროს ეგიდით წარმოებულ პროექტს- "ცოცხალი წიგნები". მწერლებმა: მანანა დუმბაძემ, მაკა მიქელაძემ, ბათუ დანელიამ, გია არგანაშვილმა, თამრი ფხაკაძემ და ნინო ქადაგიძემ მსმენელს ცოცხლად გააცნეს საკუთარი შემოქმედება.
1 მაისს ი.გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში მე-11-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.რუსთაველმა მსახიობებმა პატარებს ჰ.ანდერსენის ზღაპრები წაუკითხეს და ამავე ზღაპრების გმირებიც განასახიერეს.მოსწავლეები ბიბლიოთეკის მკითხველებად სიხარულით დარეგისტრირდნენ.
29 აპრილს რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-4 საჯარო სკოლის IX -X კლ