ღონისძიება

11 მაისს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე გაიმართა საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვის ღონისძიება, ჩატარდა პრეზენტაციების კონკურსი თემაზე "ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში". გამარჯვებულები გამოავლინა დამსწრე საზოგადოებამ. ხმათა უმრავლესობით, პირველ ადგილზე გავიდა საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, მეორე ადგილზე სოფელ თორსის საჯარო ბიბლიოთეკა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის ბიბლიოთეკების მეგობრებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯილდოების დაწესებისთვის.