ღონისძიება

17 აპრილს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში სტუმრად იყვნენ მე-17 ბაგა–ბაღის აღსაზრდელები. პატარებმა დაათვალიერეს წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზი და იქ არსებული თვალსაჩინოებები.

გამოფენა

14 აპრილს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში მოეწყო ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,კვლავ იძლიეროს ენამ ქართულმა".

გამოფენა

15 აპრილს რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო სახელწოდებით "მიყვარს სამშობლოს მე დედა ენა".

ღონისძიება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახებს ეწვივნენ. ავალიშვილებისა და ასპანიძეების ექვსშვილიანი ოჯახები წიგნებითა და  სააღდგომო ტკბილეულით დაასაჩუქრეს.

ზღაპრის კითხვა

დღეს, 7 აპრილს, ნ. ბარათაშვილის სახელობის ბიბილიოთეკაში გაიმართა მორიგი კოსტიუმირებული ზღაპრის კითხვა მე-20 საჯარო სკოლის მე-3 კლასების მოსწავლეებისათვის.პედაგოგები: ირმა წინწალაშვილი, ირმა ოსიტაშვილი.

გამოფენა

რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა 9 აპრილთან დაკავშირებით_"ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი".

ზღაპრის კითხვა

დღეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის N 3 ფილიალს სტუმრობდნენ მე-20 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები. პედაგოგი- ნინო ჯიმშელაძე. პატარა მკითხველებმა მოისმინეს და თვითონაც წაიკითხეს ჯანი როდარის ზღაპრები.

შემოქმედებითი საღამო

31/03/2015 14:59

დარეჯან ალადაშვილის პოეზიის საღამო.

პრეზენტაცია

26 მარტს, 17 საათზე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა მწერალთა ასოციაცია "რუსთაველი"-ს მიერ გამოცემული კრებულის "ვარ რუსთაველი" პრეზენტაცია.

ლექცია

25/03/2015 14:52

25 მარტს, 14: 00 საათზე, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებული ლექცია-საუბარი. მოწვეულნი იყვნენ მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და რელიგიის პედაგოგი თინათინ მოდებაძე