კლუბი

საუბრის კლუბი ჩვენს ამერიკულ კუთხეში

სტუმრად ბიბლიოთეკაში

მთავარ ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვივნენ 33-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.

პოეზიის საღამო

3 თებერვალს რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეტ ბესიკ ზაალიშვილის პოეზიის საღამო მიძღვნილი მისი 50 წლის იუბილესადმი.

პატარა მკითხველები

3 თებერვალს, ნ. ბარათაშვილის სახელობის №3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკას №20 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

აქცია

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება შეგახსენებთ, რომ ვაგრძლებთ საქველმოქმედო აქციას "არ გადააგდო წიგნი". აქციის ფარგლებში შეგროვილი მაკულატურის ხარჯზე ქალაქის ბიბლიოთეკებისათვის შეძენილი იქნება ახალი წიგნები.

იუბილე

რუსთაველი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, მწერლის , ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქის, ქალბატონ თინათინ სიყმაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა.

მილოცვა

ნინოობა მივულოცეთ დღეს მელაძეების მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისს, –ქალბატონ ნინოს. წმინდა ნინო განმანათლებელი იყოს მისი ოჯახის და სრულიად საქართველოს მფარველი.

ლექცია-საუბარი

26 იანვარს, საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" ჩატარდა ლექცია-საუბარი ბავშვებთან: "აღმოაჩინე გენიოსი", რომელიც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის 260 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სტუმრად ბიბლიოთეკაში

დღეს რუსთავის ი.გოგებაშვილის სახელობის N4-ე საბავშვო ბიბლიოთეკას N11-ე და N16-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.მოზარდებმა განახლებული ფონდიდან შეარჩიეს სასურველი ლიტერატურა და ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

შეხვედრა

22 იანვარს რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა-სემინარი ევროკავშირისა და ნატოს ქვემო ქართლის რეგიონულ წარმომადგენელთან , რომელმაც ისაუბრა საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე მათთან ურთიერთობაში.