ღონისძიება

01/06/2015 12:57

დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობების დღე მოვაწყვეთ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბავშვებმა ერთად დახატეს ასფალტზე, ითამაშეს X_BOX ვიდეო თამაშები და იმხიარულეს. ბავშვები ასევე შეხვდნენ საბავშვო პოეტს ლია ბეჟანიშვილს და მოისმინეს მისი ლექსები. საბიბლიოთეკო გაერთიანების  სახელით მსოფლიოს ყველა ბავშვს ვულოცავთ დღესასწაულს და მშვიდობიან ცხოვრებას ვუსურვებთ.