შემოქმედებითი საღამო

24/06/2015 14:42

23 ივნისს, მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, ქალბატონ ლია მარტაშვილის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებული შემოქმედებითი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელობისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები.რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება ულოცავს ქალბატონ ლია მარტაშვილს იუბილეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს როგორც ლიტერატურულ, ისე პედაგოგიურ საქმიანობაში.