შეხვედრა

 რუსთავის ამერიკულ კუთხეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ალინა რომანოვსკი ეწვია. მან დაათვალიერა ამერიკული კუთხე და შეხვდა ჩვენს აქტიურ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ამერიკის მთავრობა საქართველოში წარმატებით ახორციელებს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ჩვენმა სტუმარმა ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს პრეს ატაშე დენიელ ჰასტინგსი და ამერიკული კუთხეების კოორდინატორი ქეთევან ასათაშვილი.