იუბილე

16 თებერვალს, საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში" აღინიშნა დიდი მეცნიერის, ნიკო მუსხელიშვილის 125 წლის იუბილე. ღონისძიებაში 28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. (პედაგოგი: ეკა დევრისაშვილი). ბავშვებმა ნიკო მუსხელიშვილის მოღვაწეობის შესახებ მოისმინეს ლექცია და ვიქტორინა-კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.