
დავით აღმაშენებლის ხსენების დღის აღსანიშნავად პროექტის"მობილური ბიბლიოთეკა" ფარგლებში ი.გოგოებაშვილის სახ.N4 საბავშვო ბიბლიოთეკა N22 საჯაროს სკოლას ესტუმრა.მოსწავლეებმა გაიხსენეს მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა.ფილიალში მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა. უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს. ეს პირველი უნივერსიტეტი იყო მთელ კავკასიაში. უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, თანადამფუძნებლები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, პეტრე მელიქიშვილი და სხვა.
მთავარ ბიბლიოთეკაში შედგა ქალთა გაძლიერების პროგრამის დასკვნითი შეხვედრა. პროგრამის ფარგლებში 20 ახალგაზრდა დიასახლისი სწავლობდა ინგლისურ ენას, კომპიუტერულ პროგრამებს და პროექტების შედგენას.
დავით აღმაშენებელის ხსენების დღესთან დაკავშირებით,შ.რუსთაველის სახ.N1საქალაქო ბიბლიოთეკაში,მკითხველებისათვის გაკეთდა გამოფენა და თემატური თარო.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში არსებულ ამერიკულ კუთხეში 2 თებერვალს kids club-ის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია სხვადასხვა შემეცნებით თემებზე.
SKYE კლუბი უკვე რუსთავშიც გაიხსნა
საბავშო ბიბლიოთეკა "ნაკადულის" მე-200 მკითხველს, ხურციძე ზურას, გადაეცა საჩუქარი.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული". მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად (პედაგოგი-ინგა გოგოლაძე) წავიკითხეთ რევაზ ინანიშილის მოთხრობები. მიღებული შთაბეჭდილებები პატარებმა ნახატებში ასახეს
საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავარ ბიბლიოთეკას 31-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ და პედაგოგთან, ინგა ღონღაძესთან ერთად დაათვალიერეს ბიბლიოთეკის საცავი და გაეცნენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს.
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნ.ბარათაშვილის სახელობის №3 საქალაქო-საბავშვო ბიბლიოთეკა სტუმრობდა №20 საბავშვო ბაგა-ბაღს. პატარებთან ერთად წავიკითხეთ საბავშვო ლიტერატურა.