
29 იანვარს, საბავშვო ბიბლიოთეკას "ნაკადული" მე-10 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ (პედაგოგი: ნათია კუკულავა) პროექტ: "ერთი ზღაპრის დილა" ფარგლებში, პატარება მოისმინეს შარლ პეროს ზღაპარი "ჩექმებიანი კატა".
28 იანვარს, საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულის" მე-200 მკითხველი, პედაგოგი სოფიო ბოცვაძე დაჯილდოვდა წიგნით.
28 იანვარს შ.რუსთაველის სახ.N1საქალაქო ბიბლიოთეკამ დააჯილდოვა, აბონემენტის განყოფილების რიგით მე-100 მკითხველი,ქალბატონი ლალი კოპალეიშვილი.
25 იანვარს, საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული", ახალი საგანმანათლებლო პროექტის "ელექტრონული ბიბლიოთეკა" პრეზენტაცია მოეწყო.პროექტის იდეა ახალგაზრდა ინიციატორთა ჯგუფს ეკუთვნის და ორბელიანის საზოგადოების მიერაა დაფინანსებული.
კვირაში ერთხელ ამერიკულ კუთხეში ფუნქციონირებს სასაუბრო ინგლისური მოსწავლეებისათვის ქრისტი ბურკის ხელმძღვანელობით.
20 იანვარს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა სალომე ჭიპაშვილმა გამართა პრეზენტაცია მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის შესახებ.პრეზენტაციის შემდგომ KAHOOT -ის ტესტის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ შეემოწმებინათ მიღებული ცოდნა.
ინგლისურის კლუბი ბიბლიოთეკა "ნაკადულ"_ში.
რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკასთან არსებულ ამერიკულ კუთხეში 20 იანვარს გაიმართა პროექტ "თემის ელჩების" მორიგი შეხვედრა და კონსულტაციები.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებულ ამერიკულ კუთხეში ფუნქციონირებს რობოტექნიკის კლუბი,სადაც მოსწავლეებეს საშუალება აქვს ყოველ კვირა შეიკრიბონ და იმუშაონ.
მთავარი დღესასწაული 2019 წელს "წლის რუსთაველების" გამოვლენა და დაჯილდოება იყო. ვულოცავთ ქალბატონ ლია ბეჟანიშვილს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საპატიო ტიტულის მინიჭებას და მადლობა ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობას წიგნის ქომაგთა, ბიბლიოთეკარების