ზღაპრის კლუბი

07/06/2014 13:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულ"-ში 7 ივნისს გაგრძელდა პროექტი "მე მიყვარს წიგნი".შეხვედრა მხიარული სიმღერებისა და ვიდეო-ჩვენების ფონზე მიმდინარეობდა.

მე მიყვარს წიგნი

01/06/2014 13:00

ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო პროექტი,რომლის საშუალებითაც მოხდება მოზარდებში წიგნის პოპულარიზაცია.რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ რუსთაველ მოზარდებს სწორედ ეს ერთობლივი პროექტი შესთავაზეს სახელწოდებით "მე მიყვარს წიგნი".ბიბლიოთეკა ნაკადულში მოსულ ბავშვებს მსახიობები დახვდნენ და სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს.

სტუმრად მხატვართან

29/05/2014 00:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალის მკითხველები 29 მაისს  სტუმრად იყვნენ მხატვარ გოგი ჩალაძესთან. გაეცნენ მის ბიოგრაფიას და დათვალიერეს ნამუშევრები.

ხმამაღალი კითხვის დღე

17/05/2014 11:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებისმესამე ფილიალში17 მაისს კვლავ გაიმართა ხმამაღალი კითხვის დღე .ბავშვებმა წაიკითხეს მოთხრობები, შემდეგ კი (მათივე სურვილით ) ჩანახატებიც გააკეთეს.

წიგნის სავანე

13/05/2014 00:00

13 მაისს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, ,,წიგნის სავანე",გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს. მოეწყო ბიბლიოთეკარ ირმა ლომაურის ნახატების გამოფენა, რომელიც პროფესიით არის მხატვარი.

კვირეულის დახურვა

08/05/2014 12:00

8 მაისს 12 საათზე რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში საზეიმოდ დაიხურა საბიბლიოთეკო კვირეული, განვიხილეთ ახალი წიგნები და ჩატარდა იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია და დავაჯილდოვეთ აქტიური მკითხველები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

ფილმის ჩვენება

07/05/2014 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში ამერიკულმა კუთხემ 7 მაისს 15 საათზე უმასპინძლა მარნეულის რაიონის სოფლების ქესალოსა და კირიხლოს სკოლის მოსწავლეებს.კუთხეში ჩატარდა საბავშვო ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე და დისკუსია.

ფოტოგამოფენა

5 მაისს მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში ფოტოგამოფენა გაიმართა, სახელწოდებით ,,ემოცია".

ანიმაციური ფილმის ჩვენება

06/05/2014 14:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკას 6 მაისს ესტუმრნენ მე-20 საჯარო სკოლის მე–2 კლასის მოსწავლეები.

გამოფენა

05/05/2014 16:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში ჩვენმა ამერიკულმა კუთხემ 5 მაისს 16 საათზე გახსნა გამოფენა პატარა მკითხველებისათვის სახელწოდებით "I love book"