სამკითხველო კლუბი

02/11/2013 13:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალმა 2 ნომებერს სამკითხველო კლუბს უმასპინძლა. მკითხველებმა ხმამაღლა წაიკითხეს ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურები და განიხილეს.

ერთი ლექსის კონკურსი

22/10/2013 17:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკა და საქართველოს მწერალთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაცია 22 ოქტომბერს 17 საათზე გეპატიჟებათ "ერთი ლექსისი კონკურსზე". 

ლიტერატურულ საყმაწვილო ალმანახის "რუ" პრეზენტაცია

19/10/2013 16:00

19 ოქტომბერს 16 საათზე მერიის წინ გაიმართება ლიტერატურულ საყმაწვილო ალმანახის "რუ"-ს პრეზენტაცია და გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება.

ლიტერატურული საღამო

18/10/2013 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთინების მთავარ ბიბლიოთეკაში 18 ოქტომბერს 3 საათზე  ჩატარდება ლიტერატურული საღამო " შიდა ქართლი"

ლექცია

17/10/2013 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში 17 ოქტომბერს ჩატარდება ლექცია სახელწოდებით "ფიდიასი და კოლხი მოქანდაკეები", ლექციას წაიკითხავს ბატონი ალექსანდრე თოდუა, დასაწყისი 3 საათი

ხსოვნის საღამო

16/10/2013 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში 16 ოქტომბერს გეპატიჟებით ანზორ შონიას ხსოვნის საღამოზე. დასაწყისი 3 საათზე

შეხვედრა

მოგესალმებით!ორშაბათს , 7 ოქტომბერს, რუსთავის ამერიკული კუთხე გეპატიჟებათ ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველებს...

კონკურსი "იკითხე და გაიმარჯვე"

03/10/2013 15:00

 რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ" ნაკადულში" 3 ოქტომბერს 3 საათზე გაიმართება კონკურს "იკითხე და გაიმარჯვე" მონაწილეთა დაჯილდოება.კონკურსი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ რუსთავის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები.

ტრენინგი

 რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში არსებულ ამერიკული კუთხეში 2 ოქტომბერს გაიმართება ონლაინ ინგლისურის როზეტა სტოუნის კურსის კორდინატორებთან შეხვედრა.

ერთი ლექსის კონკურსი

   რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება და რუსთავის მწერალთა კავშირი აცხადებს  ერთი ლექსის კონკურსს.