პოეზიის საღამო

03/05/2014 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში 3 მაისს 15 საათზერ ჩატარდება პოეზიის საღამო და შეხვედრა რუსთაველ მწერლებთან

ფილმის ჩვენება

02/05/2014 16:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ამერიკულ კუთხეში 2 მაისს 16 საათზე გაიმართება საბავშვო ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა"

ლიტერატურული დილა

02/05/2014 12:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულ-ში" 2 მაისს 12 საათზე ჩატარდება ლიტერატურული დილა "ჩმი გულის სარკე", რომელიც ეძღვნება იოსებ გრიშაშვილის 125 წლისთავს.

"თეატრალური პორტრეტები"

01/05/2014 16:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში 1 მაისს 16 საათზე მოეწყობა შეხვედრა რეჟისორებთან და დრამატურგებთან  სახელწოდებით "თეატრალური პორტრეტები"

"იყავი დედამიწის მეგობარი"

01/05/2014 13:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში ამერიკულმა კუთხემ მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოაწყო აქცია სახელწოდებით "იყავი დედამიწის მეგობარი"

ვიქტორინა

30/04/2014 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 30 აპრილს 15 საათზე ჩატარდება ვიქტორინა:"კაცი რომელსაც ლიტერტურა ძლიერ უყვარდა" რომელიც ეძღვნება გურამ დოჩანაშვილს 75 წლისთავს 

გამოფენა

30/05/2014 12:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულ-ში" 30 აპრილს 12 საათზე მოეწყობა პატარა მკითხველების ნახატების გამოფენა და ბავშვების დაჯილდოება. გამოფენის სახელწოდებაა "მე და დედამიწა"

ლიტერატურული დილა

29/04/2014 12:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალში 29 აპრილს 12 საათზე ჩატარდება ლიტერატურული დილა სახელწოდებით "წიგნი ცოდნის მდინარეა, სიმართლისკენ მიმავალი", ხოლო 13 საათზე მოეწყობა გამოფენა "მოგზაურობა ზღაპრის სამყაროში"

"წიგნი ჩემი მეგობარი"

28/04/2014 12:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში 23 აპრილს 12 საათზე მოხდება კვირეული საზეიმო გახსნა "წიგნი ჩემი მეგობარი" , 14 საათზე გაიმართება შეხვედრა რუსთავის ლიტ-საყმაწვილო ალმანახ "რუ"-ს ავტორებთან და ორგანიზატორებთან, ხოლო 15 სთ მოეწყობა ღონისძიება-გამოფენა "ცოცხალი ბიბლიოთეკა"

საბიბლიოთეკო კვირეული

გილოცავთ საბიბლიოთეკო კვირეულის დაწყებას დევიზით "ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა" და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით გეპატიჟებათ ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებზე.