რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში დღეს 1 საათზე ჩატარდა აქცია სახელწოდებით "გავურთხილდეთ დედამიწას" ჩვენმა პატარა მკითხველებმა დარგეს ნერგები, რითიც თავისი წვლილი შეიტანეს ქალაქის გამწვანებაში.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკამ 11 აპრილს 15.00 საათზე უმასპინძლა სასულიერო პირებს: მამა ნიკოლოზს და მამა ილიას, მოწვეულები იყვნენ აგრეთვე მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.ღონისძიება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და უკავშირდებოდა მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ ნაკადულმა გუშინ მკითხველებს უმასპინძლა ლიტარუტურულ საღამოზე.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალში 25-ში 16 საათზე ჩატარდა ლექცია საუბარი თემაზე "სამოსელი პირველი" რომელიც მიეძღვნა გურამ დოჩანაშვილის 75 წლის იუბილეს.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 25-ში 12 საათზე გაიმართა პატარების მობილური კლუბის პრეზენტაცია და ზღაპრის წაკითხვა
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალმა 21 მარტს ყველაზე პატარა მკითხველებს უმასპინძლა.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 19 მარტა გაიმართა ,,მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო". მოეწყო ხატვის წრის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა,რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარმა ბიბლიოთეკამ 14 მარტს 14 საათზე მე-11 სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი კომპოზიცია.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 11 მარტს 4 საათზე ჩატარდა ღონისძიება. ბიბლიოთეკის მკითხველებმა მოაწყვეს წიგნის პრეზენტაცია. მე–20 სკოლის მოსწავლეებმა განიხილეს დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა", ხოლო მე–17 სკოლის მოსწავლემ თეოდორ დოსტოევსკის ,,თეთრი ღამეები".
7 მარტს მეორე საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადული-ს" პატარა მკითხველებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი.