ვებ-ჩათი

რუსთავის ამერიკულ კუთხეში მიმდინარეობს პირდაპირი ვებ ჩეთი ამერიკის ელჩის მოადგილესთან ბრიჯით ბრინკთან, რომელსაც ესწრებიან Access Program ის მონაწილე უფროსკლასელები დაასევე სხვა რუსთაველი მოსწავლეები და სტუდენტები,მათ საშუალება აქვთ პირდაპირი საუბრის რეჟიმში დასვან კითხვები მათვის საინტერესო თემაზე და მიიღონ პასუხები.

წიგნები

შ.რუსთაველის სახ.N1საქალაქო-საბავშვო ბიობლიოთეკა-ფილიალში გაიხსნა ავტორების ნაჩუქარი(ავტოგრაფებით) წიგნების გამოფენა.მარგო თომაძის,სილოვან ახვლედიანის,ალექსანდრე სოხაძის და სხვათა სიტყვებმა მკითხველის ინტერესი გამოიწვია...

ფილმის ჩვენება

საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე საქალაქო-საბავშვო ფილიალმა პატარებისათვის 18 და 25 იანვარს მოაწყო ფილმის ჩვენება. პატარებმა უყურეს ფილმებს "საშობაო ხუთეული" და "მატილდა"

"საუბარი თეატრზე"

25/01/2014 16:00

საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ ნაკადულში 25 იანვარს 16 საათზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ლექცია თემაზე "საუბარი თეატრზე" 

პრეზენტაცია

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში  ჩატარდა  პრეზენტაცია.როგორც მთავარმა ბიბლიოთეკამ ასევე სამივე ფილიალმა წარადგინეს 2013 წლის ღონისძიებების მოკლე მიმოხილვა.

მკითხველთა კლუბი

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალი ყოველ შაბათს გეპატიჟებათ "მკითხველთა კლუბში" ვისაუბროთ ლიტერატურაზე. დაინტერესებული პირები შემოგვეხმიანეთ ტელეფონის ნომერზე 22 42 68

"ბუხართან წაკითხული საშობაო ზღაპრები"

16/01/2014 15:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალში პატარებისათვის გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით "ბუხართან წაკითხული საშობაო ზღაპრები"

მკითხველთა კონფერენცია

14/01/2014 15:00

რუსთავის საბიბლითეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში 14 იანვარს გაიმართა მკითხველთა კონფერენცია სახელწოდებით "გასული 2013წ. შედეგები და 2014წ. ამოცანები"

საშობაო განწყობა

25/12/2013 14:00

25 დეკემბერს მესამე საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართება ღონისძიება ,,საშობაო განწყობა".

ლექცია

20/12/2013 14:00

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალი "ნაკადულ-"ში 20 დეკემბერს 14 საათზე ჩატარდება ლექცია თემაზე "ძველი ქართული მწერლობის ძეგლები", რომელიც ეძღვნება ათონის აკადემიის 1030 წლისთავს.