მე მიყვარს წიგნი

01/06/2014 13:00

ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო პროექტი,რომლის საშუალებითაც მოხდება მოზარდებში წიგნის პოპულარიზაცია.რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ რუსთაველ მოზარდებს სწორედ ეს ერთობლივი პროექტი შესთავაზეს სახელწოდებით "მე მიყვარს წიგნი".ბიბლიოთეკა ნაკადულში მოსულ ბავშვებს მსახიობები დახვდნენ და სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს.პროექტის ინდივიდუალობა იმაში გამოიხატება, რომ მისი პროპაგანდის ხერხები ყველაზე მარტივად და სასარგებლოდაა მორგებული მოზარდებზე.