30 ოქტომბერს ბიბლიოთეკა "ნაკადულში" გაიმართა პროექტ "მე მიყვარს წიგნის" მორიგი თეატრალიზებული წარმოდგენა. პროექტის ავტორები რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან ერთად გახლავთ რუსთავის გ.ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი და ბ-ნი გიორგი მღებრიშვილი. მოწვეულმა მსახიობებმა ბავშვებს წარმოუდგინეს მათი საყვარელი ზღაპრის გმირები.