17 თებერვალს, 16:00 საათზე, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა მხატვრობის, მუსიკის და პოეზიის საღამო- "მარადიულობა". მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მხატვართა ეროვნულ-შემოქმედებითი გაერთიანება, სამხატვრო სახელოსნო "არტ-კერა",მეცამეტე თვის პოეტები, რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები.