რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკას 6 მაისს ესტუმრნენ მე-20 საჯარო სკოლის მე–2 კლასის მოსწავლეები.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში ამერიკულმა კუთხემ 7 მაისს 15 საათზე უმასპინძლა მარნეულის რაიონის სოფლების ქესალოსა და კირიხლოს სკოლის მოსწავლეებს.კუთხეში ჩატარდა საბავშვო ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე და დისკუსია.
8 მაისს 12 საათზე რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში საზეიმოდ დაიხურა საბიბლიოთეკო კვირეული, განვიხილეთ ახალი წიგნები და ჩატარდა იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია და დავაჯილდოვეთ აქტიური მკითხველები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
13 მაისს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, ,,წიგნის სავანე",გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს. მოეწყო ბიბლიოთეკარ ირმა ლომაურის ნახატების გამოფენა, რომელიც პროფესიით არის მხატვარი.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებისმესამე ფილიალში17 მაისს კვლავ გაიმართა ხმამაღალი კითხვის დღე .ბავშვებმა წაიკითხეს მოთხრობები, შემდეგ კი (მათივე სურვილით ) ჩანახატებიც გააკეთეს.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალის მკითხველები 29 მაისს სტუმრად იყვნენ მხატვარ გოგი ჩალაძესთან. გაეცნენ მის ბიოგრაფიას და დათვალიერეს ნამუშევრები.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულ-ში" 30 აპრილს 12 საათზე მოეწყობა პატარა მკითხველების ნახატების გამოფენა და ბავშვების დაჯილდოება. გამოფენის სახელწოდებაა "მე და დედამიწა"
ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო პროექტი,რომლის საშუალებითაც მოხდება მოზარდებში წიგნის პოპულარიზაცია.რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ რუსთაველ მოზარდებს სწორედ ეს ერთობლივი პროექტი შესთავაზეს სახელწოდებით "მე მიყვარს წიგნი".ბიბლიოთეკა ნაკადულში მოსულ ბავშვებს მსახიობები დახვდნენ და სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს.