ღონისძიებები

ფილტრი: შეაჩიეთ ტერმინები
ფილტრი: შეარჩიეთ ღონისძიების სახეობა
Monday ივნისი 01, 2015
დასაწყისი:01/06/2015 12:57

დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობების დღე მოვაწყვეთ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბავშვებმა ერთად დახატეს ასფალტზე, ითამაშეს X_BOX ვიდეო თამაშები და იმხიარულეს.

დასაწყისი:01/06/2015 13:03

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში". 24-ე ქართული გომნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები საბავშვო შემეცნებით-გასართობ ტელევიზია "ცისარტყელას" წარმომადგენელს, ნინო ლარცულიანს შეხვდნენ.

Wednesday ივნისი 10, 2015
დასაწყისი:10/06/2015 14:39

10 ივნისს, 12 საათზე "ნაკადულში" მოეწყო პრეზენტაცია ნინო ლარცულიანის წიგნისა - "ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები". პატარა მკითხველებმა ავტორისაგან მოისმინეს, თუ როგორ იქმნებოდა ზღაპარი, რომელიც ქართულ ანბანს ეძღვნება და უამრავი მხიარული და საგულისხმო ამბავიც შეიტყვეს.

Wednesday ივნისი 24, 2015
დასაწყისი:24/06/2015 14:42

23 ივნისს, მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, ქალბატონ ლია მარტაშვილის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებული შემოქმედებითი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელობისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები.