დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობების დღე მოვაწყვეთ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბავშვებმა ერთად დახატეს ასფალტზე, ითამაშეს X_BOX ვიდეო თამაშები და იმხიარულეს.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულში". 24-ე ქართული გომნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები საბავშვო შემეცნებით-გასართობ ტელევიზია "ცისარტყელას" წარმომადგენელს, ნინო ლარცულიანს შეხვდნენ.
10 ივნისს, 12 საათზე "ნაკადულში" მოეწყო პრეზენტაცია ნინო ლარცულიანის წიგნისა - "ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები". პატარა მკითხველებმა ავტორისაგან მოისმინეს, თუ როგორ იქმნებოდა ზღაპარი, რომელიც ქართულ ანბანს ეძღვნება და უამრავი მხიარული და საგულისხმო ამბავიც შეიტყვეს.
23 ივნისს, მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, ქალბატონ ლია მარტაშვილის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებული შემოქმედებითი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელობისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები.