თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

ინფოარხების ცნობების შეკრება
ოფიციალური გვერდი
Updated: 3 წელი 19 კვირა ago

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რუსთავში

შაბ, 19/12/2015 - 15:55
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო რუსთავის ცენტრალური პარკისა და იაღლუჯის მთის ფერდობის გამწვანების პროექტში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რეაბილიტირებული ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკი დაათვალიერეს.

დღესვე ზვიად ძიძიგურმა და გიგლა აგულაშვილმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესთან, მერის მოადგილე ნოდარ შეროზიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იაღლუჯის ფერდობის ის მონაკვეთი დაათვალიერეს, სადაც 2016 წლის გაზაფხულიდან რუსთავის თვითმმართველობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, გამწვანების მასშტაბური პროექტის განხორციელებას დაიწყებს.

იაღლუჯის ფერდობის გამწვანების პროექტი, რუსთავის მერის დავით ჯიქიას წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ეკონომიკის სამინისტრომ რუსთავის თვითმმართველობას, მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის შუამდგომლობით, წელს გადასცა. ფერდობის გამწვანებასთან ერთად, იაღლუჯზე სარწყავი სისტემის მოწყობაც იგეგმება, პროექტის განხორციელებას რუსთავის მერია მომავალი წლიდან დაიწყებს.

 

თემატური კატეგორიები: რუსთავი

რუსთავში საახალწლო განათება მონტაჟდება

პარ, 18/12/2015 - 18:15
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა” საახალწლოდ ქალაქის გაფორმებას განაგრძობს. საახალწლო აქსესუარებითა და ილუმინაციებით ირთვება ქალაქის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდი, გონაშვილის სახელობის სკვერი, ქალაქის ცენტრალური მოედანი, კოსტავას, მეგობრობისა და შარტავას გამზირები, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანის, მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩები. სადღესასწაულო ილუმინაციებით ირთვება ასევე ჭყონდიდელის დასახლების ტერიტორია და ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანი. პარალელურად, მერიის შენობის წინ ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. 
სამუშაოები მერიის შესაბამისმა სამსახურმა 3 კვირის წინ დაიწყო და რამდენიმე დღეში დაასრულებს. რუსთავი საახალწლოდ 21 დეკემბერს განათდება. 
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოიყო

თემატური კატეგორიები: რუსთავი

რუსთავის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

პარ, 18/12/2015 - 15:42
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
საბიუჯეტო განხილვას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია და ლაშა ლობჯანიძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და უმრავლესობის წევრები, მერიის სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, ბინათმესაკუთრებათა ამხანაგობების თავმჯდომარეები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრების, პრიორიტეტული მიმართულებების, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია საზოგადოებას რუსთავის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინეს და დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს.
დღეს განხილული პროექტი შესწორებულ ვარიანტს წარმოადგენს და მასში თითქმის სრულადაა გათვალისწინებული საკრებულოს მიერ წარდგენილი შენიშვნები. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ასიგნებები 38,877,3 ლარითაა განსაზღვრული, რაც პირველად მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით 2 მლნ. 400 ათასი ლარით მეტია.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

განცხადება

პარ, 18/12/2015 - 13:28
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2015 წლის 18 დეკემბერს, 16:00 საათზე, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

რუსთავის მერის ვიზიტი პოლონეთში

ხუთ, 17/12/2015 - 18:11
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის მერი და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ჯიქია ქართულ დელეგაციასთან ერთად, პოლონეთში ვიზიტს განაგრძობს. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის წარმომადგენლები შედიან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარებაა. ქართული მხარე ასევე გაეცნობა პოლონეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიული მოწყობის სისტემას და დეცენტრალიზაციის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ორგანოების ეფექტური მუშაობის პრინციპებს. 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს შვენტოკშისკას რეგიონის მარშალის მოადგილე იან მაჩკოვიაკთან და ქალაქ კელცეს მერ ვოიცეხ ლუბავსკისთან.
ქართული დელეგაცია ასევე გაეცნობა სტარახოვეცის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სპეციფიკას, რომელიც თავისი არსით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პოლონეთში.

თემატური კატეგორიები: რუსთავი