თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

Syndicate content
ოფიციალური გვერდი
Updated: 8 years 33 weeks ago

განცხადება

Wed, 04/06/2016 - 11:59
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

მიმდინარე წლის 14 აპრილს, 15:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება ქ. რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მორიგი სხდომა. დასწრება თავისუფალია.

Categories: რუსთავი

განცხადება

Mon, 03/21/2016 - 22:19
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 23 მარტს, 11:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება

Categories: რუსთავი

განცხადება

Mon, 03/14/2016 - 18:01
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 21 მარტს, 14:00 საათზე ქალაქ რუსთავის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

Categories: რუსთავი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

Wed, 03/09/2016 - 11:32
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

2015 წლის ბიუჯეტის შესრულება

Categories: რუსთავი

განცხადება

Fri, 03/04/2016 - 12:06
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 9 მარტს, 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

Categories: რუსთავი

დავით ჯიქიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

Tue, 02/23/2016 - 14:47
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის მერი დავით ჯიქია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მშვიდობისა და გიორგაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ტროტუარები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი+’’ ასრულებს. გზის კეთილმოწყობის პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებს ქალაქის ცენტრში გადაადგილებას გაუადვილებს. 
პროექტისთვის საჭირო 86 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
ამ დროისთვის, რუსთავის მერიას 12,5 მლნ ლარის ღირებულების 22 სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე აქვს გამოცხადებული ტენდერი. 
2016 წელს, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 17 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება.

Categories: რუსთავი

ქალაქის ცენტრალურ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Mon, 02/22/2016 - 14:50
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დღეს, ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, განახლდება ტროტუარები და ლითონის მოაჯირი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. პროექტისთვის საჭირო 276 291 ლარი ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული. სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და სამ თვეში დასრულდება. 
პარალელურად, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის მიმდებარედ, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიურები და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. 
ასფალტის საფარის განახლების პროცესი ხორციელდება მშვიდობისა და გიორგაძის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზეც. პროექტის ღირებულება 108 499 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე ინფრატრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი+’’ ასრულებს.
2016 წელს, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება.

Categories: რუსთავი

განცხადება

Fri, 02/19/2016 - 18:53
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 22 თებერვალს, 15:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება

Categories: რუსთავი

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დააზიანა

Thu, 02/18/2016 - 18:55
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დააზიანა. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო რუსთავის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისთვის მერიის ცხელ ხაზზე 15-მდე მისამართიდან არის შემოსული შეტყობინება. განსაკუთრებული ზარალი ძველ რუსთავს მიადგა, სადაც ქარიშხალმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად ახადა. 
სტიქიით დაზიანებული დავით გარეჯის #1 და 9 მაისის #7 საცხოვრებელი კორპუსები რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მისი განცხადებით, დღის ბოლომდე შემოწმდება ყველა დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, რის შემდეგაც მოხდება სახურავების შეკეთება.

 

Categories: რუსთავი

რუსთაველი მხატვრის პერსონალური გამოფენა

Wed, 02/17/2016 - 18:58
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში რუსთაველი მხატვრის, მალხაზ დათუკიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გასტანს. 
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქალაქის მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. 
ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა მალხაზ დათუკიშვილს მიულოცეს პერსონალური გამოფენა, შემოქმედებით საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვეს და საჩუქრები გადასცეს. 
ღონისძიება ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

Categories: რუსთავი

შეხვედრა შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

Wed, 02/17/2016 - 17:35
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის მერი დავით ჯიქია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონული ოფისის დირექტორს ოლივიე ბურკსა და სააგენტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) განყოფილების უფროსს, ბარბარა ბონის შეხვდა. შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე – ნოდარ შეროზია, თვითმმართველობის სხვა წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’CIDA’’-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს. რუსთავის მერმა სტუმრებს, ქალაქში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.
მოგვიანებით, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (CDS) წარმომადგენლები რუსთავის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, #25 საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სტუმრებმა სკოლამდელი დაწესებულების შენობა დაათვალიერეს, გაესაუბრნენ თანამშრომლებსა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს. 
დღესვე, უცხოელი სტუმრები ახლად რეაბილიტირებულ გონაშვილის ქუჩაზე მივიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. გონაშვილის ქუჩაზე გასულ წელს გზის კაპიტალური შეკეთება მოხდა, მოეწყო ბეტონის საფარი და ბორდიურები. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე პირველად განხორციელდა. 
შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა განახლებული კულტურისა და დასვენების პარკიც დაათვალიერეს და რუსთაველ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ. 
შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით, ქვეყანაში რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. 
ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მომზადებაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სამხარეო ადმინისტრაციების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებების საფუძველზე გაიცემა მცირე გრანტები პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად. პროექტი ქვემო ქართლის თვითმმართველ ერთეულებს ეხმარება მუნიციპალური განვითარების სტრატეგიების, შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და პროგრამული ბიუჯეტების მომზადებაში.

 

Categories: რუსთავი

განცხადება

Mon, 02/15/2016 - 18:19
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპის – გასაუბრების ჩატარების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაცნობებთ, რომ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 12 იანვრის #108 ბრძანებით გამოცხადებული  ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება ჩატარდება 2016 წლის 16 და 17 თებერვალს.

მისამართი:   ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ.N20.

 

 

Categories: რუსთავი

განცხადება

Mon, 02/15/2016 - 17:49
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 19 თებერვალს, 15:00 საათზე, ქალაქ რუსთავის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

Categories: რუსთავი

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების მონიტორინგის კომისიის შეხვედრაზე

Fri, 02/12/2016 - 17:56
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

დღეს პარიზში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტრინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარემ ფილიპ რესევორმა გახსნა. კომიტეტის სხდომას, საქართველოდან, თბილისის მერი და კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით ნარმანია, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსთავის მერი და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, რუსთავის საკრებულოს წევრი ფიქრია ავალიანი და თერჯოლის საკრებულოს წევრი სოფიკო სიუკაევა ესწრებოდნენ. 
კონგრესის პრეზიდენტი ჟან კლოდ ფრეკონი, თავის გამოსვლაში, საქართველოში გასული წლის დეკემბერში შემდგარ ვიზიტს შეეხო, დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხელი მოეწერა კონგრესის მიერ შემუშავებულ გზამკვლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჟან კლოდ ფრეკონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება დემოკრატიულ სტანდარტებს. 
დავით ნარმანიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე, ადგილობრივი დემოკრატიის პროგრესზე და სამომავლო გამოწვევებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საქმეში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დადებით (NALA) როლზე ისაუბრა.
ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმებზე და ევროპის საბჭოს კონგრესის მიერ მომზადებულ გზამკვლევზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე, ევროპაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის პრინციპები, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებიც განიხილეს და ამ კუთხით, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.

Categories: რუსთავი

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

Thu, 02/11/2016 - 17:49
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

დღეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოცდამეთორმეტე რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პროგრამაში ცვლილებებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
საბიუჯეტო ცვლილებები, წინა წლის ნაშთიდან 153.7 ათ. ლარის გაწერამ, მინიმალური სასურსათო კვების პროგრამით გათვალისწინებულ მომსახრებაზე ჩატარებული ტენდერის შედეგად წარმოქმნილმა ეკონომიამ, ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა 8 720.0 ათ. ლარმა განაპირობა. აღნიშნული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება, მათ შორის 5 095.2 ათ ლარი მასშტაბური პროექტის – კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისათვის არის გათვალისწინებული. ჯამში, რუსთავის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 50 343.3 ათ.ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომის დღის წესრგით გათვალისწინებული საკითხები რიგგარეშე სხდომაზე წარდგენამდე, დეტალურად განიხილა საკრებულოს ბიურომ.

Categories: რუსთავი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია 2016 წლის 7 მარტს აცხადებს აუქციონს N1

Fri, 02/05/2016 - 10:24
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის #1 საჯარო აუქციონი ჩატარდება 2016 წლის 07 მარტს 15 საათზე მის: ქ.რუსთავი, კოსტავას ქუჩა #20, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.

განაცხადების მიღება დაიწყება 2016 წლის 05 თებერვალს 09:00 საათზე და დასრულდება 2016 წლის 07 მარტს 12:00 საათზე; მისამართი: ქ.რუსთავი, კოსტავას ქუჩა #20, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა; ტელ: (0341) 22-06-74.

საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს უნდა წარუდგინოს:

ა)  აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადი;

ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობა, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდა უნდა განახორციელოს შემდეგ რეკვიზიტებზე -

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

შემოსულობების სახაზინო კოდი: 300068800 სხვა დეპოზიტები (ბე-ს ანგარიში)

ხოლო საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა განხორციელოს:

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

შემოსულობების სახაზინო კოდი: 300063282 სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (ბილეთის საფასური)

- აუქციონში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთის საფასური შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს.

-  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს მინიმალური მოქმედების ვადაა 2016 წლის 08 აპრილი.

- თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი აკმყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, პირს გადაეცემა საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთი და იძენს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.

- მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.

დანართები იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულებზე:

დანართი N1

დანართი  N2

დანართი  N3

 

Categories: რუსთავი

შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან

Tue, 02/02/2016 - 13:55
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და რუსთავის მერი დავით ჯიქია ევროპის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს: ევროპის საბჭოს მართვისა და დემოკრატიული ინსტიტუციების განყოფილების პროგრამების უფროს მენეჯერ გენადი კოსიაკს, ბასკეთის მუნციპალიტეტების ასოციაციის (EUDEL) გენერალურ მდივანს, მარ საბალას და ესპანეთის ქალაქ გალდაკაოს მერს იბონ ურიბეს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის ადგილობრივი დაფინანსების დანიშნულების პროგრამის გაცნობა და საპილოტე პროგრამისთვის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობების დამყარება იყო. შეხვედრას ნალას (NALA) აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და რეგიონული განვითარების და ინფრსტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძეც ესწრებოდნენ.

 

Categories: რუსთავი

რუსთავის მერი ფარიკაობაში გამართულ ტურნირს დაესწრო

Mon, 02/01/2016 - 13:55
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, ფარიკაობაში კადეტთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა. ტურნირში 1999-2000 წლებში დაბადებული სპორსტმენები, მათ შორის რუსთაველი, თბილისელი, ქუთაისელი, ბათუმელი და ზესტაფონელი მოფარიკავეები მონაწილეობდნენ. ტურნირის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლებთან ერთად სპეციალური დიპლომები გადაეცათ. 
სპორტულ ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია დაესწრნენ 
ტურნირი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციისა და რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა

 

Categories: რუსთავი

საკრებულოს მორიგი სხდომა

Wed, 01/27/2016 - 17:03
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

დღეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა.
საკრებულომ დაამტკიცა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და მუნიციპალურ პროგრამებში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების შიდა მუხლობრივი გადანაცვლება მერიის რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე დაწესებული შეღავათების პროგრამებში. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კი დაკორექტირდა პარამეტრები, დაემატა წინა წლის ნაშთიდან ათვისებული თანხა –2 592.3 ათ ლარი და ჯამში ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილი 41 469.6 ათ. ლარით განისაზღვრა. 
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას. მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ ორგანიზაციას, რომელიც სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფსიქო–სოციალურ, პედაგოგიურ, თერაპიულ მომსახურებას უზრუნველყოფს, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 33.56 კვ.მ ფართი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადაეცემა.
დღესვე, საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ქონებასა და მის განკარგვასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხიც, მათ შორის: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით (იჯარა) გასაცემი ობიექტების გეგმები, ასევე, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, სადაც თერთმეტი ობიექტი იყო წარმოდგენილი. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს რამდენიმე დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებასა და რამდენიმე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართისთვის იურიდიული მისამართის მინიჭებასაც.
რიგით მეცხრამეტე სხდომაზე, საკრებულომ განიხილა და შესაბამისი პროცედურების დაცვით დაამტკიცა დღის წესრიგით გათვლისწინებული ოცდათოთხმეტი საკითხი.

Categories: რუსთავი

2014-2015 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება

Tue, 01/26/2016 - 16:56
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის #24 საჯარო სკოლაში, 2014-2015 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ. 
2015 წელს, ქალაქის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლა წარჩინებით 57-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ დაამთავრა. აქედან 39-ს ოქროს, ხოლო 18-ს ვერცხლის მედალი დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

Categories: რუსთავი