თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

ინფოარხების ცნობების შეკრება
ოფიციალური გვერდი
Updated: 8 წელი 33 კვირა ago

განცხადება

სამ, 26/01/2016 - 16:15
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 27 იანვარს, 11:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

განცხადება

ორშ, 25/01/2016 - 11:18
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 26 იანვარს, 15:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი

პარ, 22/01/2016 - 18:45
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი

ანგარიშის პრეზენტაცია გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

2016 წლის ბიუჯეტის პრეზენტაცია

 

თემატური კატეგორიები: რუსთავი

რუსთავში “მაკდონალდსის” მშენებლობა იწყება

ორშ, 18/01/2016 - 14:33
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ,,მაკდონალდსის“ მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. მშენებლობისათვის განკუთვნილი ტერიტორია, დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, მერის პირველმა მოადგილე ნოდარ შეროზიამ და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ, კომპანია ,,მაკდონალდსის“ წარმომადგენლებთან და ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ერთად დაათვალიერეს. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა ,,მაკდონალდსის“ წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრეს პროექტის დეტალებზე.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

სტუმრად სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში

ორშ, 18/01/2016 - 14:10
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ელზა ლეკვეიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ ქალთა დაწესებულებას ესტუმრნენ. მათ მსჯავრდებული ქალბატონები მოინახულეს, დამდეგი ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები მიუტანეს. 
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის ფარგლებში, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით შექმნილ გარემოს გაეცნენ.
ქვემო ქართლის გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე, სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, მსჯავრდებულთა მონაწილეობით, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გამართული სპექტაკლის – „ჩემი მძევალი ანგელოზების“ ვიდეო ჩვენებასაც დაესწრნენ.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ხუთ, 14/01/2016 - 14:45
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინიცირების საფუძველზე, საკრებულომ ოცდამეთერთმეტე რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს გრანტის აღებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს. აღნიშნული გრანტი რუსთავის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის პროექტის – „სამოქალაქო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, პროექტით – „მონაწილეობითი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ მოიპოვა. მისი ღირებულება 416.665.00 ევროს, ხოლო მუნიციპალიტეტის ფინანსური თანამონაწილეობა თანხის 10 %–ს შეადგენს. 
პროექტი, რომლის მიზანსაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების დამკვიდრება, ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორსა და მოსახლეობას შორის დიალოგის ხელშეწყობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორის, ითვალისწინებს ორი ახალი შენობის აშენებას, სადაც სადემონსტრაციოდ შერჩეული სამი ტერიტორიული ერთეული ე.წ. „სერვის პლიუსს“ განახორციელებს, ასევე, საჯარო მოხელეთა გადამზადებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერებას, საბიუჯეტო დაგეგმარების პროცესში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფასა და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.
საკრებულომ თანხმობა განაცხადა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების „საქართველოს განვითარების ფონდისთვის“ სარგებლობის (ქირავნობის) უფლებით გადაცემაზეც.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე წარდგენამდე, დღეს, შესაბამისმა კომისიებმა და ბიურომ განიხილეს.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

განცხადება

ოთხ, 13/01/2016 - 12:55
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 14 იანვარს, 15:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

თემატური კატეგორიები: რუსთავი

განცხადება

ოთხ, 13/01/2016 - 10:16
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2016 წლის 20 იანვარს, 15:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

განცხადება

სამ, 12/01/2016 - 19:24
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის გამოცხადების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაცნობებთ, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 12 იანვრის #108 ბრძანებით გამოცხადდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან: განცხადების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება. კონკურსის ტესტირების ეტაპის ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო  ცენტრი 2016 წლის 30-31 იანვარს.

ვაკანსიები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge). კონკურსანტები დამატებით იქნებიან ინფორმირებულნი ტესტირების ჩატარების დროის და ადგილის  შესახებ, ტელეფონის ნომერზე ტექსტური შეტყობინების ფორმით.

 

თემატური კატეგორიები: რუსთავი

ვასილ ყულჯანიშვილი ბრინჯაოს ვარსკვლავით დაჯილდოვდა

პარ, 08/01/2016 - 19:26
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ავღანეთში გმირულად გარდაცვლილი რუსთაველი ჯარისკაცი ვასილ ყულჯანიშვილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის ბრინჯაოს ვარსკვლავით დაჯილდოვდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი მედალი და სამადლობელი წერილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რუსთავში, გარდაცვლილი ჯარისკაცის საფლავთან გადასცა. მინისტრმა ვასილ ყულჯანიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრთან ერთად, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 
21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, 2015 წლის 22 სექტემბერს, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპ

თემატური კატეგორიები: რუსთავი

“ქსენონში” მცხოვრებ მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცეს

ხუთ, 07/01/2016 - 19:37
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გოჩა შავაძე და ნინო ლომიძე, დეპუტატებთან ერთად დღეს, რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ ,,ქსენონს ესტუმრნენ.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მოხუცებს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული საპატიო რუსთაველებთან: საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწრთვნელ კახა ცხადაძესთან და სპორტულ ჟურნალისტ გია ტუხაშვილთან ერთად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
რუსთავის მუნიციპალური მოხუცთა სახლი ,,ქსენონი“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, დღეისათვის იქ 50 მოხუცი ცხოვრობს.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

საახალწლო წარმოდგენა რუსთავში

კვი, 03/01/2016 - 18:08
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

რუსთავის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში რეჟისორ გურამ ბრეგაძის საბავშვო სპექტაკლი ,,საახალწლო საიდუმლო’’ გაიმართა. ღონისძიებას რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები დაესწრნენ, რომელთაც ქალაქის მერის დავით ჯიქიას საახალწლო საჩუქრებიც დაურიგდათ. 
საახალწლო მუსიკალური სპექტაკლი, რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, 3-დან 7 იანვრის ჩათვლით, 12:00 და 15:00 საათზე გაიმართება. 
საახალწლო წარმოდგენას სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახების პატარა წევრები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დაესწრებიან. რუსთავის მერის საახალწლო საჩუქარს სპექტაკლზე მიწვეული 1700-ვე მოზარდი მიიღებს.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

სტუმრად მუნიციპალურ მოხუცთა სახლში

ხუთ, 31/12/2015 - 18:20
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფიკო ჯიქიამ და საკრებულოს წევრმა მამუკა მიქაუტაძემ დღეს, რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ „ქსენონში“ მცხოვრები ხანდაზმულები მოინახულეს და დამდეგი ახალი წელი საჩუქრებით მიულოცეს.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

წინასაახალწლო მილოცვა

ხუთ, 31/12/2015 - 18:10
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, პარლამენტარის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფიკო ჯიქიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა მამუკა მიქაუტაძემ სოციალურად დაუცველ ლეჟავების მრავალშვილიან, ასევე ბაჩუკაშვილების ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სახლში ესტუმრნენ, მოახლოებული დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს.
დღესვე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ მოადგილე გოჩა შავაძესთან ერთად, ახალი წელი ჭყონდიდელის დასახლებაში, ტოლსტოის ქუჩაზე მცხოვრებ დამსახურებულ პედაგოგს, ნელი ღამბაშიძესაც მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათით დაასაჩუქრეს.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

რუსთავში ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი გაიხსნა

ოთხ, 30/12/2015 - 18:23
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი მოეწყო. დასრულებული მოედანი დღეს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სტუმარი ისრაელიდან – კარატეს ფედერაციის და თავდაცვისა და უშიშროების აკადემიის პრეზიდენტი გაბი მიხეილი, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა, ჯიუ–ჯიცუს, ტაეკვანდოს, გრეპლინგის ფედერაციების პრეზიდენტები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, საჩვენებელი გამოსვლა მოეწყო, რომელშიც კარატეს, უშუს, ჯიუჯიცუს, ტაეკვანდოს და ვორქაუტის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, გაიმართა შეჯიბრი წინაღობების გადალახვაში, გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
ღია ტიპის მოედანზე მოეწყო საჭიდაო მოედანი, დამონტაჟდა სხვადასხვა სახეობის ძელები, მცირე ტრიბუნები და გარე განათების თანამედროვე სისტემა. სპორტული მოედნით სარგებლობა ნებისმიერი მსურველს შეეძლება. პროექტი ქვემო ქართლის გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილი ინიციატივით განხორციელდა. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 48 927 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

რუსთავის საკრებულომ 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა

პარ, 25/12/2015 - 15:47
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

24 დეკემბერს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით, ოცდამეათე რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულომ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი და მუნიციპალური პროგრამები დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლებზე, განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებზე ვრცელი განმარტებები ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ გააკეთა.
2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 2015 წელთან შედარებით, დაახლოებით 6 მლნ. ლარამდეა გაზრდილი და 38.877.3 ათ. ლარს შეადგენს. 2016 წელს ინფრასტრუქტურული პროქტებისთვის საწყის ეტაპზე, 4.733.0 ლარია გათვალისწინებული, სოციალური პროგრამებისთვის – 2.756.4 ლარი, რაც 23 პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. 18.173.8 ლარითაა წარმოდგენილი სუბსიდიების ნაწილი. აღნიშნული თანხა სკოლამდელი აღზრდის სფეროს, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული ღონისძიებების განხორციელებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ქალაქის ინფრასტრქტურის მოვლა–პატრონობას, გამწვანებას, დასუფთავებას, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის დოტაციასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს მოხმარდება. ამასთან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შესაბამისი თანხის გამოყოფის შემთხვევაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოსთან ერთად, მასშტაბური პროექტის – კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიცური პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა.
დღევანდელი სხდომის განსახილველ საკითხებს შორის იყო მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და რამდენიმე მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები, მუნიციპალიტეტში საერთო კრებების შექმნისა და საქმიანობის წესის (ტიპური დებულება) დამტკიცების, ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რუსთავი–ჩემი ქალაქის“ დაფუძნების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემაზე და უძრავი ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოქალაქესთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტა–გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის საკითხებიც. ამას გარდა, საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების გეგმა, სადაც თერთმეტი ობიექტი იყო წარმოდგენილი, იურიდიული მისამართი მიანიჭა რამდენიმე საცხოვრებელ ფართს და მოიწონა ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები.
საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ ორმოც საკითხზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით, ყველა მათგანი დაამტკიცეს.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

განცხადება

ხუთ, 24/12/2015 - 11:56
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

24 დეკემბერს, 12 :00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის მორიგი აქცია

ოთხ, 23/12/2015 - 15:48
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავში დღეს მორიგი უფასო სკრინინგის აქცია მოეწყო. 
აქციის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სამედიცინო გამოკვლევა რუსთაველებს მერიის შენობის წინ განთავსებულ მობილურ ამბულატორიაში ჩაუტარდათ. 
მერიის ხელშეწყობით, მსგავსი უფასო სამედიცინო ღონისძიება რუსთავში მიმდინარე წლის 25 დეკემბერსაც გაიმართება. 
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, C ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის აქცია მიმდინარე წლის 9 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ეწყობა.

თემატური კატეგორიები: რუსთავი

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და ქალაქის მერი #10 სკოლაში

სამ, 22/12/2015 - 15:52
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, ქალაქის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს წევრი მამუკა მიქაუტაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თამარ ხეჩიკაშვილთან ერთად, დღეს რუსთავის #10 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო დაწესებულების შენობა დაათვალიერეს, გაესაუბრნენ სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს. ხელისუფლების წევრები სპორტულ დარბაზებში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნენ. სკოლის სპორტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ესაჭიროება. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პედაგოგებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა. 
შეხვედრის დასასრულს, ხელისუფლების წარმომადგენლები #10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მცირე კონცერტსაც დაესწრნენ.

 

თემატური კატეგორიები: რუსთავი

განცხადება

ორშ, 21/12/2015 - 16:26
FacebookTwitterDeliciousLinkedInStumbleUponAdd to favoritesEmailRSS

2015 წლის 24 დეკემბერს, 10:00 საათზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

თემატური კატეგორიები: რუსთავი