რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ი.გოგებაშვილის სახელობის მეოთხე საბავშვო ბიბლიოთეკას დღეს 24–ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
19 ოქტომბერს, რუსთავის მთავარმა ბიბლიოთეკამ გამოჩენილი რუსი მხატვრის ივანე აივაზოვსკის შთამომავალს-ირინა კასაცკაიას უმასპინძლა.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ინიციატივით და გ.ლორთქიფანიძის სახელობის თეტრის მხარდაჭერით გრძელდება პროექტი "მე მიყვარს წიგნი".დღეს ზღაპრის გმირი ი.გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვია და მე-11-საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს(მასწავლებელი ნატო პატაშური) მეკობრეების ისტორია გააცნო.პატარებმა ნიღბიან მეკობრესთან ერთად საინტერესო ზღაპრები წაიკითხეს და ისაუბრეს.
22 ოქტომბერს ა.ა.ი.პ. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ნ.ბარათაშვილის სახელობის მე 3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა ,,მე მიყვარს ჩემი ქალაქი", რომელიც მიეძღვნა რუსთავქალაქობას. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საჯარო სკოლის(მე-13, მე-20 და 23-ე) მოსწავლეებმა.თითოეული დაჯილდოვდა სიგელით, ხოლო პედაგოგებს გადაეცათ მადლობის ფურცელი.
"შემოდგომა ჩემს ქალაქში" -ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა 24 ოქტომბერს ი.გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკაში რუსთავის მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ჯგუფის მონაწილეობით(მასწავლებელი-ნანა ბერაძე).პატარებმა იმღერეს ,იცეკვეს, დაათვალიერეს წიგნები,დახატეს და ზღაპრის გმირისგან ჯილდოდ დიპლომები და ტკბილეული მიიღეს.