22 ოქტომბერს ა.ა.ი.პ. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ნ.ბარათაშვილის სახელობის მე 3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა ,,მე მიყვარს ჩემი ქალაქი", რომელიც მიეძღვნა რუსთავქალაქობას. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საჯარო სკოლის(მე-13, მე-20 და 23-ე) მოსწავლეებმა.თითოეული დაჯილდოვდა სიგელით, ხოლო პედაგოგებს გადაეცათ მადლობის ფურცელი. გამოფენა მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.