რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალის მკითხველები 29 მაისს სტუმრად იყვნენ მხატვარ გოგი ჩალაძესთან. გაეცნენ მის ბიოგრაფიას და დათვალიერეს ნამუშევრები.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულ-ში" 30 აპრილს 12 საათზე მოეწყობა პატარა მკითხველების ნახატების გამოფენა და ბავშვების დაჯილდოება. გამოფენის სახელწოდებაა "მე და დედამიწა"
ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო პროექტი,რომლის საშუალებითაც მოხდება მოზარდებში წიგნის პოპულარიზაცია.რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ რუსთაველ მოზარდებს სწორედ ეს ერთობლივი პროექტი შესთავაზეს სახელწოდებით "მე მიყვარს წიგნი".ბიბლიოთეკა ნაკადულში მოსულ ბავშვებს მსახიობები დახვდნენ და სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულ"-ში 7 ივნისს გაგრძელდა პროექტი "მე მიყვარს წიგნი".შეხვედრა მხიარული სიმღერებისა და ვიდეო-ჩვენების ფონზე მიმდინარეობდა.