რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 13 თებერვალს 15 საათზე პატარაბისათვის ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით "ჩემი საყვარელი ლექსი"მაყვალა მრევლიშვილი 105 წლისთავთან დაკავშირებით.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალმა "ნაკადულმა" პატარებს უმასპინძლა შემოქმედებით საღამოზე სახელწოდებით "შენ გიგალობ პატარავ"(მ.მრევლიშვილი 105)
17 თებერვალს, 16:00 საათზე, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა მხატვრობის, მუსიკის და პოეზიის საღამო- "მარადიულობა". მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მხატვართა ეროვნულ-შემოქმედებითი გაერთიანება, სამხატვრო სახელოსნო "არტ-კერა",მეცამეტე თვის პოეტები, რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალს 6 მარტს 12 საათზე გასვლითი ღონისძიება ჰქონდა მე-16 სკოლაში, პატარებმა მოაწყვეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით "ჩემი ოცნება , ჩემი ხატი ხარ"
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების პირველ ფილიალმა 7 მარტს 14 საათზე უმასპინძლა შემეცნებით კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მე-16საჯარო სკოლის მოსწავლეები,გამარჯვებული კონკურსანტები საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ქალბატონმა თეა ჟვანიამ დააჯილდოვა რუსთავის თეატრის სპექტაკლის ბილეთებით.<
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალში 11 მარტს 4 საათზე ჩატარდა ღონისძიება. ბიბლიოთეკის მკითხველებმა მოაწყვეს წიგნის პრეზენტაცია. მე–20 სკოლის მოსწავლეებმა განიხილეს დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა", ხოლო მე–17 სკოლის მოსწავლემ თეოდორ დოსტოევსკის ,,თეთრი ღამეები".
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარმა ბიბლიოთეკამ 14 მარტს 14 საათზე მე-11 სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი კომპოზიცია.