ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო პროექტი,რომლის საშუალებითაც მოხდება მოზარდებში წიგნის პოპულარიზაცია.რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ რუსთაველ მოზარდებს სწორედ ეს ერთობლივი პროექტი შესთავაზეს სახელწოდებით "მე მიყვარს წიგნი".ბიბლიოთეკა ნაკადულში მოსულ ბავშვებს მსახიობები დახვდნენ და სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები გააცნეს.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების მეორე ფილიალ "ნაკადულ"-ში 7 ივნისს გაგრძელდა პროექტი "მე მიყვარს წიგნი".შეხვედრა მხიარული სიმღერებისა და ვიდეო-ჩვენების ფონზე მიმდინარეობდა.
2014 წლის 1 ივლისს, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა მწერალ მურად ჭოლოკავასთან.