აქცია

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება შეგახსენებთ, რომ ვაგრძლებთ საქველმოქმედო აქციას "არ გადააგდო წიგნი". აქციის ფარგლებში შეგროვილი მაკულატურის ხარჯზე ქალაქის ბიბლიოთეკებისათვის შეძენილი იქნება ახალი წიგნები. ჩვენს თანამოქალაქეებს გთხოვთ, ნუ გადაყრით ძველ წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს და სხვა სახის ბეჭდურ ეგზემპლარებს,მოიტანეთ მაკულატურა ჩვენს ნებისმიერ ფილიალში.ერთად გავამდიდროთ ბიბლიოთეკა.