მადლიერების დღე

მადლიერების დღესთან დაკავშირებით, რომელიც წელს ამერიკაში 28 ნოემბერს აღინიშნება, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ამერიკული კუთხის მოხალისე მოსწავლეები აწყობენ საქველმოქმედო აქციას. ბავშვებმა გადაწყვიტეს შეაგროვონ ტკბილეული და მოხუცთა სახლს ესტუმრონ.ყველა თქვენთაგანს შეუძლია თუნდაც მცირე წვლილიშეიტანოს ჩვენს ქველმოქმედებაში, მოგვაკითხეთ ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ან მოგვწერეთ პირად ჩატში.