გამოფენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა. უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს. ეს პირველი უნივერსიტეტი იყო მთელ კავკასიაში. უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, თანადამფუძნებლები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, პეტრე მელიქიშვილი და სხვა. უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით №3 საქალაქო-საბავშვო ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა.