სულხან-საბა ორბელიანი (ერისკაცობაში სულხან ორბელიანი, ბერად დაერქვა — საბა; დ. 24 ოქტომბერი/3 ნოემბერი, 1658, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.