საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

20 აპრილს, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრები, რომლებმაც შეიძინეს რუსთაველი ახალგაზრდების ნამუშევრები. შემოსული თანხა გადაეცა რუსთავის შშმპ ცენტრს.