"ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა

14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის თაოსნობით, მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება.მე–10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შოთა რუსთაველის უკვდავი პოემისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოეწყო "ვეფხისტყაოსნის" სახალხო კითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა, ისე დამსწრე საზოგადოებამ.