სტუმრად ბიბლიოთეკაში

27 თებერვალს ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში სტუმრად იმყოფებოდნენ მე-5 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები (პედაგოგი: ნანა ჭუმბაშვილი). პატარებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და წარმოადგინეს "დედაენისადმი" მიძღვნილი ღონისძიება. ბოლოს მოისმინეს პოეტ-ბიბლიოთეკარის -ლია ბეჟანიშვილის ლექსები.