ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მე-3 საქალაქო–საბავშვო ბიბლიოთეკაში დედის დღესთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა ,,მიყვარხარ...მიყვარხარ... დედა! ". მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის პატარ მკითხველებმა, მათ ნახატებთან ერთად გააკეთეს მისალოცი ღია ბარათებიც.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-4 საბავშვო ბიბლიოთეკამ აამოქმედა პროექტი „მობილური ბიბლიოთეკა"და სტუმრად ეწვია რუსთავის მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ასაკის აღსაზრდელებს. პროექტი მიზნად ისახავს მკითხველებთან ვიზიტებს და ითვალისწინებს მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას.მოზარდები მასწავლებელთან ერთად ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.
25 მარტს, 14: 00 საათზე, რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებული ლექცია-საუბარი. მოწვეულნი იყვნენ მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და რელიგიის პედაგოგი თინათინ მოდებაძე
დარეჯან ალადაშვილის პოეზიის საღამო.